ავტორიზაცია

ვენგერი: "რონალდუს და მესის თავიანთ გუნდებში ერთნაირი პრობლემები აქვთ, დამნაშავეები თავადაც არიან"

ვენგერი: "რონალდუს და მესის თავიანთ გუნდებში ერთნაირი პრობლემები აქვთ, დამნაშავეები თავადაც არიან"
თარიღი 20 თებ 2021, 20:35
„არსენალის“ ექს-მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ტურინის „იუვენტუსზე“ ისაუბრა.

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალში „ბებერი სინიორა“ „პორტუსთან“ 1:2 დამარცხდა, „ბარსელონა" კი შინ „პსჟ-სთან" 1:4 განადგურდა.

„იუვენტუსის“ პრობლემა იმაშია, რომ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუზე აკეთებს ფსონს, რაც არასწორი მიდგომაა. ამჟამინდელი სიტუაცია ხაზს უსვამს იმას, რომ დანარჩენი გუნდი არასაკმარისად ძლიერი და არათავდაჯერებულია.

ეს მარტო რონალდუს კი არა, ლეო მესის და „ბარსელონასაც“ ეხება, იქაც იგივე სიტუაციაა. სხვა ფეხბურთელები რონალდუზე და მესიზე არიან დამოკიდებულები, ისინი თანაბრად დამნაშავეები არიან და პასუხისმგებლობა აკისრიათ. თუ კარგი ფეხბურთელი გუნდისთვის პრობლემა ხდება, რაღაც აშკარად არასწორად ხდება.“ - აღნიშნა ფრანგმა.

საპასუხო თამაშები 9 და 10 მარტს შედგება.