ვენგერმა დაასახელა არსენალის ის ფეხბურთელები, რომლებიც მომავლისთვის იმედს აძლევენ
„არსენალის“ ექს-მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ისაუბრა.
მისი თქმით, გუნდის ნახევარმცველემს, ემილ სმიტ-როუს და ბუკაიო საკას დიდი მომავალი აქვთ და გუნდისთვის იმედისმომცემი ნაპერწკალიც სწორედ ისინი არიან.
„სმიტ-როუ და საკა უკვე იყვნენ გუნდში, როცა მწვრთნელი ჯერ კიდევ მე ვიყავი. კარგი ახალგაზრდა გუნდი გვყავდა, ხარისხიანი ახალგაზრდებით. სასიამოვნო სანახავია, რომ ახლა მათ სათამაშო დრო ეძლევათ.
ტრავმები - კარიერის პრობლემური მხარეა 20-დან 22 წლამდე, როდესაც ისინი მუდმივად თამაშობენ. ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ იმას, შეძლებს თუ არა მათი სხეული ადაპტირებას და დატვირთვების გაძლებას, იმედი ვიქონიოთ, რომ კი.
ამ ფეხბურთელებს დიდი იმედით შევცქერი.“ - აღნიშნა ვენგერმა.