ვერდერმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
"ვერდერის" მთავარმა მწვრთნელმა, ფლორიან კოფელდტმა თანამდებობა დატოვა.
აღნიშნულ ინფორმაციას ბრემენელთა ოფიციალური საიტი ადასტურებს.
ბუნდესლიგის დასკვნით ტურში, სადაც "ვერდერი" "გლადბახს" შეხვდება, გუნდს ტომას შააფი გაწვრთნის, რომელიც ბრემენელებს 14 წლის განმავლობაში ედგა სათავეში.
"ვერდერი" ამ ეტაპზე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილს იკავებს.