ვერონამ ბენევენტოს გოლკიპერი ინათხოვრა

"ვერონამ" ოფიციალური საიტის მეშვეობით "ბენევენტოს" გოლკიპერ ლორენცო მონტიპოს დამატება დაადასტურა.
როგორც აღინიშნება, კლუბმა 25 წლის მეკარე იჯარით დაიმატა.
მონტიპომ გასულ სეზონში "ბენევენტოს" მაისურით სერია ა-ში 37 მატჩი ჩაატარა, 74 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.