ვერონას გოლკიპერი უდინეზეში ითამაშებს

"ვერონას" გოლკიპერი, მარკო სილვესტრი "უდინეზეში" გადავიდა.
აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი.
30 წლის იტალიელმა გასულ სეზონში "ვერონას" მაისურით სერია ა-ში 34 მატჩი ჩაატარა და 42 გოლი გაუშვა.