ვესტ ბრომვიჩის ფორვარდმა პრემიერ ლიგაში ჩელსის წინააღმდეგ ისტორიული რეკორდი დაამყარა
"ვესტ ბრომვიჩის" თავდამსხმელი, კალუმ რობინსონი პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში "ჩელსისთან" გამართულ ორივე მატჩში დუბლი გაიფორმა, წერს Opta Sport.
26 წლის ინგლისელმა პირველი წრის შეხვედრაში "არისტოკრატების" კარი 25-ე წუთისთვის უკვე ორჯერ ჰქონდა აღებული. გუშინ რობინსონი მინდორზე 37-ე წუთზე ტრავმირებული ბრანისლავ ივანოვიჩის სანაცვლოდ გამოჩნდა და კვლავ დუბლი გაიფორმა.
საბოლოო ჯამში, "ვესტ ბრომვიჩმა" ინგლისის ჩემპიონატის 30-ე ტურში "ჩელსი" სტუმრად 5:2 გაანადგურა.
30 მატჩში მოპოვებული 21 ქულით რობინსონის გუნდი პრემიერ ლიგაში ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს, "ჩელსი" კი 51 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
«Вест Бромвич» на выезде разгромил «Челси» со счетом 5:2 в матче 30-го тура чемпионата Англии. В 30 матчах команда набрала 21 очко и занимает 19-е место в АПЛ. У идущего на 4-м месте «Челси» 51 очко.