ვესტ ჰემი ბარნლის მცველს უმიზნებს

"ბარნლის" მცველმა, ჯეიმს ტარკოვსკიმ კარიერა შეიძლება სხვა კლუბში გააგრძელოს, წერს Football.Insider.
გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ინგლისელით "ვესტ ჰემი" ინტერესდება.
გასულ სეზონში ტარკოვსკიმ 39 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 7 ყვითელი ბარათი მიიღო.
Transfermarkt-ის ვერსიით, "ბარნლის" მცველის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს.