ავტორიზაცია

ვესტ ჰემი გაძლიერებას აგრძელებეს

ვესტ ჰემი გაძლიერებას აგრძელებეს
თარიღი 26 Jul 2024, 13:47
ლონდონის ვესტ ჰემს, შემადგენლობის გაძლიერება სჭირდება. ხულიან ლოპედეგი ახალი მისულია გუნდში და ჯერ-ჯერობით გუნდმა უნდა შეავსოს სამი პოზიცია. ეს არის, ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი და ცენტრფორვარდი. ამ სამ ადგილზე არა ერთი მოთამაშის სახელმა გაიჟღეა, მაგრამ ლუის გილერმეს და მაქს კილმანის გარდა, ''ჩაქუჩებს'' არავინ დაუმატებიათ. 

ამჯერად ვესტ ჰემი, სამ მოთამაშეს აკვირდება. ესენი არიან: ნუსარ მაზრაუი, ჟან-კლერ ტოდიბო და ჯონ დურენი. მაზრაუი ახლოს არიას, ლონდონში გადასასვლელად. ბაიერნი თავის მოროკოელ მცველს 20 მილიონად აფასებს, აიაქსის ყოფილმა მოთამაშემ, აშკარად ვერ გაამართლა ის მოლოდინები, რაც იყო მასზე გაცემული და დროა, რომ მიუნხენი დატოვოს. 

ტოდიბოს დამატება ძალიან რთული იქება. მაქს კილმანის მეწყვილედ ლოპეტეგის ფრანგი სურს, მაგრამ იუვენტუსი უფრო ახლოს არის, მის შეძენასთან და თავად მოთამაშესაც იტალიაში უფრო, სურს კარიერის გაგრძელება. მაგრამ ვესტ ჰემი დანებებას არ აპირებს და საქმის მიყვანას ბოლომდე ეცდება. 

მესამე პოზიციის გაძლიერება აუცილებელი და სავალდებულოა. ცენტრფორვარდი გუნდს საოცრად სჭირდება და მისი მოყვანა პრიორიტეტულია. ენ-ნესირიმ კარიერის გაგრძელება, ფენერბახჩეში გადაწყვიტა და მისი ვარიანტი გამოირიცხა. ''ჩაქუჩები'' აქტიურად აკვირდებიან ასტონ ვილას ამერიკელ ცხრიანს ჯონ დურენს, რომელის უნაი ემერსი გუნდში სკამზე ზის, ხოლო ვესტ ჰემი მას ბევრად მეტ სათამაშო დროს პიდება. ბირმინგემელები 35-40 მილიონს ითხოვენ თავის ფორვარდში. ბევრი დრო აღარ დარჩა და გუნდი მალე უნდა დაკომპლექტდეს, ასე რომ მომდევნო დღეებში, ვესტ ჰემის თავს, ბევრი საინტერსო რამ, უნდა მოხდეს.