ავტორიზაცია

ვესტ ჰემი მანჩესტერ იუნაიტედის ორ ფეხბურთელში 55-60 მილიონ ფუნტს ჩამოდის

ვესტ ჰემი მანჩესტერ იუნაიტედის ორ ფეხბურთელში 55-60 მილიონ ფუნტს ჩამოდის
თარიღი 07 აგვ 2023, 21:58
„ვესტ ჰემს“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ორი ფეხბურთელის შეძენა სურს.

The Guardian-ის ინფორმაციით, „ჩაქუჩები“ მზად არიან სკოტ მაკტომინეის და ჰარი მაგუაიერის სანაცვლოდ 55-60 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ „მან იუნაიტედის“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის დამსახურებით, მაგუაიერს ხელფასი ავტომატურად საკმაოდ გაეზარდა და ახლა, „ვესტ ჰემში“ გადასასვლელად მას ანაზღაურების დაკლება მოუწევს.

„მანჩესტერ იუნაიტედის" პასუხი „ვესტ ჰემის" ამ შეთავაზებაზე უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.