ვესტ ჰემი მზადაა ლოკატელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს
ლონდონის "ვესტ ჰემი" ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველით მანუელ ლოკატელით სერიოზულად არის დაინტერესებული.
Tuttojuve-ის ინფორმაციით, "ჩაქუჩები" მზად არიან იტალიელი ნახევარმცველის ტრანსფერში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ლოკატელის გაშვების წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ იტალიელისთვის ისეთი კლუბი არ გამოჩნდა, რომელიც "ბებერი ქალბატონის" ფინანსურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.
"ვესტ ჰემი" ლოკატელის შეძენას იანვარში შეეცდება, თუმცა შესაძლოა "იუვენტუსმა" შუა სეზონში მანუელთან განშორება არ მოისურვოს.