ავტორიზაცია

ვესტ ჰემმა ალვარესის ტრანსფერის თაობაზე შეთანხებას მიაღწია

ვესტ ჰემმა ალვარესის ტრანსფერის თაობაზე შეთანხებას მიაღწია
თარიღი 07 აგვ 2023, 15:36
ლონდონის "ვესტ ჰემმა" ყოფილი კაპიტანი დეკლან რაისის შემცვლელი იპოვა, რომელიც მანამდე კლუბმა "არსენალში" რეკორდულ თანხად გაყიდა. 

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "ჩაქუჩები" სრულად შეთანხმდნენ ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველის, ედსონ ალვარესის ტრანსფერზე.

"ვესტ ჰემი" მექსიკელის ტრანსფერში 40 მილიონ ევროს გადაიხდის. ედსონმა ლონდონურ გუნდთან პირადი კონტრაქტის პირობები მანამდე შეათანხმა. მალე ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.