ავტორიზაცია

ვესტ ჰემმა ნაპოლის 7-მილიონიანი შემოთავაზებით მიმართა

ვესტ ჰემმა ნაპოლის 7-მილიონიანი შემოთავაზებით მიმართა
თარიღი 12 Jan 2021, 15:06
„ვესტ ჰემმა“ „ნაპოლის“ პოლონელი არკადიუშ მილიკის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო შესთავაზა.

Goal.com-ის ინფორმაციით, პოლონელი ფეხბურთელი „პარტონოპეის“ ამ თვეში დატოვებს და მას სხვადასხვა კლუბებს უკავშირებენ.

„ჩაქუჩები“ იმედოვნებენ, რომ კონკურენტებს მისთვის ბრძოლაში აჯობებენ და „აიაქსში“ წასული სებასტიან ალეს შეცვლას სწორედ მილიკის მეშვეობით შეძლებენ.

მილიკს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.