ავტორიზაცია

ვესტ ჰემმა თვალი ჰერტას ცენტრალურ მცველს დაადგა

ვესტ ჰემმა თვალი ჰერტას ცენტრალურ მცველს დაადგა
თარიღი 21 Nov 2021, 16:42

"ჰერტას" ცენტრალურმა მცველმა, ნიკლას შტარკმა კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს, წერს Sport1.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის გერმანელის ხელში ჩაგდება "ვესტ ჰემს" სურს.

მიმდინარე სეზონში შტარკმა "ჰერტას" მაისურთ 11 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ბერლინელთა უკანახაზელის სატრანსფერო ფასი ამჟამად 10 მილიონ ევროს შეადგენს.