ავტორიზაცია

"ვფიქრობ, ბევრ კლუბს მასში ეჭვი ეპარებოდა, მაგალითად... "- ლეონიდ სლუცკი

"ვფიქრობ, ბევრ კლუბს მასში ეჭვი ეპარებოდა, მაგალითად... "- ლეონიდ სლუცკი
თარიღი 29 Sep 2022, 10:48
ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში "ნაპოლის" 21 წლის თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"რუბინში პირველი წარმატებული სეზონის შემდეგ მის ირგვლივ ბევრი ჭორი გავრცელდა და რამდენიმე კლუბი ნამდვილად დაინტერესდა მისით. ზოგს მისი სატრანსფერო ღირებულება ეძვირა. მგონი ფასი სწორი იყო. ვფიქრობ, ბევრ კლუბს მასში ეჭვი ეპარებოდა. ავიღოთ ტოტენჰემი, მაგალითად. როგორც წესი, ასეთ გუნდებს ისეთი ფეხბურთელი სჭირდებათ, რომელიც აუცილებლად მზად არის სასტარტო 11-ისთვის. 

მე ვესაუბრეთ ხვიჩას სეზონის შემდეგ და ვუთხარი, უნდა წასულიყო, რათა შემდგომ განვითარებულიყო. ვმუშაობდი ინგლისში, ნიდერლანდებში, ეროვნულ ნაკრებში და ვიცი, რომ განვითარებისთვის დამატებითი მოტივაცია გჭირდება. ვფიქრობ, კვარა საჭირო მომენტში წავიდა, სწორ კლუბში, დიდ მწვრთნელთან, დიდ ლიგაში. 

ის წარმოუდგენლად ბედნიერია და სურს განვითარება, საკუთარი თავის დამტკიცება ჩემპიონთა ლიგაზე. ახლა ხვიჩა ფიქრობს, რომ რაღაც ზღაპარში ცხოვრობს და ვერ ხვდება ეს ყველაფერი სად დასრულდება. სულ რაღაც სამი თვის წინ რუსეთში თამაშობდი, ახლა კი ლივერპულთან სათამაშოდ მიდიხარ. ეს მისთვის დიდი გამოწვევაა და ძალიან ბედნიერი ვარ მისით.

ახლა ის თავის ადგილზე გრძნობს თავს და სურს გახდეს უკეთესი. მას ძალიან ფხიზელი ხედვა აქვს თავის თამაშზე. წარმატებული დაწყება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სხვანაირად რომ დაეწყო, ძალიან ინერვიულებდა, შეცდომებს დაუშვებდა, სკამზე დაჯდებოდა და მაშინ მას უფრო გაუჭირდებოდა. წარმატებული მოქმედებები შთააგონებს შემოქმედებით მოთამაშეს. თუ არაფერი გამოვიდა, ის იწყებს საკუთარ თავში ეჭვის შეტანას. ვნერვიულობდი, როცა ხვიჩის ნაპოლის პირველ თამაშს ვუყურე და გამიხარდა, რომ მან გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა - წარმოუდგენელი დებიუტი იყო. ",- თქვა სლუცკიმ