ავტორიზაცია

"ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში გველის" - ესპანეთის მწვრთნელის მატჩისწინა კომენტარი

"ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში გველის" - ესპანეთის მწვრთნელის მატჩისწინა კომენტარი
თარიღი 10 Oct 2025, 15:42
ხვალ გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის.

მატჩის წინ კომენტარი ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის დე ლა ფუენტემ გააკეთა.

"როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ბევრი რამის თქმა შეიძლება - საკმაოდ კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით და ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში გველის.

რაც შეეხება დანი ოლმოს ტრავმას, მან ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო და სავარჯიშო სესია ნაადრევად დატოვა. ტესტი ჩაუტარდება და ვნახავთ, შეძლებს თუ არა თამაშს.

იამალის და ნიკო უილიამსის არ ყოფნა? - ჩვენ ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც ლიდერობის თავის თავზე აღება შეუძლიათ, ოლმო, ტორესი და სხვები, გუნდში ყველას თავისი როლი აქვს გაცნობიერებული.

დიდი იმედი მაქვს, ხვალინდელი მატჩი არ გადაიდება, რადგან მგზავრობის გეგმა უკვე შედგენილი გვაქვს და გვსურს, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიაროს,"
- განაცხადა დე ლა ფუენტემ.