ავტორიზაცია

VIDEO: 5-დან 5 გამარჯვება! — ნაპოლიმ სამპდორია გაანადგურა და სერია ა-ს ერთპიროვნულად ლიდერობს

თარიღი 23 Sep 2021, 22:32

იტალიის ჩემპიონატის მეხუთე ტურის ეგიდით, ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი "ნაპოლი" "სამპდორიას" ესტუმრა.

აღნიშნული დაპირისპირება ნეაპოლელთა გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 4:0.

ანგარიში მე-10 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გახსნა და სტუმრები დააწინაურა, 39-ე წუთზე კი ფაბიან რუისმა თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევრის სტარტზევე, 50-ე წუთზე, ოსიმენმა მეორე გოლიც გაიტანა, დუბლი გაიფორმა და სხვაობა გამანადგურებელი გახადა.

საბოლოო შედეგი პიოტრ ზიელინსკიმ დააფიქსირა, რომელმაც გენუელთა კარი 59-ე წუთზე აიღო.

ამ გამარჯვების შემდეგ, "ნაპოლის" 15 ქულა დაუგროვდა და სერია ა-ს სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია, "სამპდორია" კი 5 ქულით მე-13 პოზიციაზეა.