ავტორიზაცია

VIDEO: 5 გოლი და 3 წითელი ბარათი - კონტეს დებიუტი ტოტენჰემში სიგიჟედ იქცა

თარიღი 05 Nov 2021, 02:12

უეფა კონფერენც ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში „ტოტენჰემმა“ შინ „ვიტესი“ დაამარცხა.

მატჩი ლონდონში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ეს შეხვედრა „დეზების“ ახალი მწვრთნელისთვის, ანტონიო კონტესთვის სადებიუტო გამოდგა და მატჩი ძალიან მოვლენებიანი და დაძაბული გამოვიდა.

ყველა გოლი პირველივე ტაიმში გავიდა - „ტოტენჰემი“ სონის, ლუკასის და რასმუსენის ავტოგოლის ხარჯზე 3:0 იგებდა, თუმცა ჰოლანდიელებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს ორი გოლის გაქვეთა და ინტრიგა დააბრუნეს.

მეორე ნახევარში მაყურებელს გოლები არ უნახავს, სამაგიეროდ ნახა 3 წითელი ბარათი - 59-ე წუთზე კრისტიან რომერომ მეორე ყვითელი მიიღო და „ტოტენჰემი“ 10 კაცით დარჩა, 81-ზე და 85-ზე კი სტუმრებს მოედნიდან ორი ფეხბურთელი გაუძევეს და ჰოლანდიური გუნდი მატჩს 9 კაცით ასრულებდა.

„ტოტენჰემმა“ ცხრილში 7 ქულა დააგროვა და „ვიტესს“ გადაუსწრო, რომელიც 6 ქულით მესამე პოზიციაზეა. ცხრილს „რენი“ 10 ქულით ლიდერობს.