VIDEO: 6-დან 6 გამარჯვება! ლუჩანო სპალეტის ნაპოლი სერიოზულ ძალად ყალიბდება
სერია ა-ს მე-6 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ კედლებში „კალიარი“ დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
მე-11 წუთზე ანგარიში ნიგერიელმა ვიქტორ ოსიმჰენმა გახსნა, რომელსაც ზიელინსკიმ გაატანინა.
57-ზე კი ლორენცო ინსინიემ პენალტი ზუსტად შეასრულა და „ნაპოლის“ 6-დან 6 გამარჯვება გაუნაღდა.
ამრიგად, „ნაპოლიმ“ 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა, „კალიარი“ კი 2 ქულით მე-19 ადგილს იკავებს.