ავტორიზაცია

VIDEO: 8-დან 8! პარი სენ-ჟერმენმა შინ მორიგი მატჩი მოიგო

თარიღი 26 სექ 2021, 00:50

ფრანგული ლიგა 1-ს მე-8 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ შინ „მონპელიე“ დაამარცხა.

შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მე-14 წუთზე ანგარიში იდრისა გეიემ გახსმა, 89-ზე კი იულიან დრაქსლერმა შეხვედრაში წერტილი დასვა.

„პარიზმა“ რვიდან რვა გამარჯვება მოიპოვა და 24 ქულით ცხრილის უპირობო ლიდერია, „ნონპელიე“ კი 9 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.