ავტორიზაცია

VIDEO: აღელვების გარეშე - რეალმა გრანადა დაამარცხა და ლა ლიგის ლიდერობა დაიბრუნა

VIDEO: აღელვების გარეშე - რეალმა გრანადა დაამარცხა და ლა ლიგის ლიდერობა დაიბრუნა
თარიღი 02 დეკ 2023, 23:51
ლა ლიგის მე-15 ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ „გრანადა“ აღელვების გარეშე დაამარცხა.

შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

26-ე წუთზე ტონი კროოსის პასით ბრაჰიმ დიასმა ანგარიში გახსნა, 57-ზე კი როდრიგომ დამატებაზე ყველას დაასწრო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„რეალმა“ 38 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა, ამდენივე ქულით მე-2 ადგილს იკავებს „ჟირონაც“, შემდეგ კი „ატლეტიკო“ (31) და „ბარსელონა“ (31) მოდიან, რომლებსაც ამ ტურში ერთმანეთთან აქვთ სათამაშო.