ავტორიზაცია

VIDEO: ახალი სეზონი, იგივე ჰოლანდი - ნორვეგიელმა სათამაშო წლის პირველივე მატჩში დორტმუნდს ჰეთ-ტრიკით მოაგებინა

თარიღი 08 Aug 2021, 00:43

გერმანიის თასის პირველ ტურში „დორტმუნდმა“ „ვეენ ვისბადენი“ 3:0 გაანადგურა.

შეხვედრაში, რომელიც „ფუტკრების“ ახალი მწვრთნელისთვის, მარკო როზესთვის სადებიუტო გამოდგა, ჰეთ-ტრიკი გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა, ერლინგ ჰოლანდმა მიითვალა.

ნორვეგიელმა თავდამსხმელმა გოლები 26-ე, 31-ე (პენ) და 51-ე წუთებზე გაიტანა და თავის გუნდს კომფორტული უპირატესობა გაუნაღდა.

„ყვითლები“ ამ მატჩზე შემდეგი შემადგენლობით გავიდნენ:

კობელი - პასლაკი, პაპადოპულოსი, აკანჯი, შულცი, დაჰოუდი, ბელინგემი, რეინა, როისი, ჰოლანდი, ტიგესი. 

ამრიგად, „დორტმუნდმა" წყვილის აშკარა აუთსაიდერი უპრობლემოდ დაამარცხა და ტურნირის შემდეგ ეტაპზე გავიდა.