VIDEO: არც სალაჰი და არც მანე? არაუშავს! ლივერპულმა სტუმრად კრისტალ პალასი დაამარცხა
პრემიერ ლიგის 23-ე ტურში „ლივერპულმა“ სტუმრად „კრისტალ პალასი“ აფრიკის თასზე წასული ლიდერების გარეშე დაამარცხა.
შეხვედრა „სალჰარსტ პარკზე“ გაიმართა და მერსისაიდელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
„ლივერპულის“ რიგებში გოლებით თავი ვირჯილ ვან დეიკმა, ოქსლეიდ-ჩემბერლენმა და ფაბინიომ გაიტანეს, ლონდონელელებმა კი 0:2-ს დროს ედუარდის გოლით უპასუხეს.
„ლივერპულმა“ 48 ქულა დააგროვა და ლიდერ „სიტისთან“ სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა, თუმცა მანჩესტერულ გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.