VIDEO: არგენტინამ მონტევიდეოში ურუგვაის სძლია

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-13 ტურში, არგენტინა მონტევიდეოში ურუგვაის ესტუმრა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი, ხულიან ალვარესის ასისტით, ტიაგო ალმადამ გაიტანა. შედეგად, ლიონელ სკალონის გუნდმა ურუგვაის რევანში აუღო (მე-5 ტურში, მათ შორის არგენტინაში გამართული შეხვედრა "ლოს ჩარუასის" მოგებით დასრულდა).
ურუგვაი 0-1 არგენტინა
⚽ 0-1 | ტ. ალმადა (68')
დღეს, ამ ტურში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ეკვადორი და ვენესუელა დაუპირისპირდნენ - აღნიშნულ მატჩში, ენერ ვალენსიას დუბლით, მასპინძლებმა იმარჯვეს.
ეკვადორი 2-1 ვენესუელა
⚽ 1-0 | ე. ვალენსია (39')
⚽ 2-0 | ე. ვალენსია (46')
⚽ 2-1 | ხ. კადისი (90+1')
სამხრეთ ამერიკაში, საკვალიფიკაციო ეტაპის სატურნირო ცხრილს არგენტინა დამაჯერებლად ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ მომდევნო ტურში "ალბისელესტე" ბრაზილიას დაუპირისპირდება (26 მარტი, 04:00 სთ).