ავტორიზაცია

VIDEO: არსენალი მძიმე ბრძოლის შემდეგ გუდისონ პარკიდან სამი ქულით ბრუნდება

თარიღი 17 სექ 2023, 21:55
პრემიერ ლიგის მე-5 ტურში „არსენალმა" სტუმრად „ევერტონი" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „გუდისონ პარკზე" გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე ლეანდრო ტროსარმა გაიტანა, რომელიც მოედანზე 24-ე წუთზე, გაბრიელ მარტინელის იძულებით ცვლილების შემდეგ შევიდა.

ამ გამარჯვებით „მეთოფეებმა" 13 ქულა დააგროვეს და მე-4 ადგილზე იმყოფებიან 4 გამარჯვებით და 1 ფრით, „ევერტონი" კი 1 დაგროვებული ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება.