ავტორიზაცია

VIDEO: არსენალმა მანჩესტერთან ქამბექი რაისის და ჟესუსის გვიანი გოლებით დააგვირგვინა

თარიღი 03 Sep 2023, 21:41
პრემიერ ლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში „არსენალმა“ საკუთარ კედლებში „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა.

შეხვედრა „ემირეითსზე“ გაიმართა და მეთოფეების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ანგარიში 27-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა გახსნა, თუმცა მარტინ ოდეგორმა წონასწორობა ზუსტად ერთ წუთშივე აღადგინა.

88-ე წუთზე „იუნაიტედი“ თითქოს გარნაჩოს გოლით წინ გავიდა, თუმცა ვიდეორეფერიმ გოლი თამაშგარის გამო გააუქმა.

90+6 წუთზე დეკლან რაისმა „არსენალი“ წინ გაიყვანა, 90+11-ზე კი გაბრიელ ჟესუსმა საკონტროლო გასროლა მოახდინა და „მეთოფეებს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

4 ტურის შემდეგ „არსენალი“ 10 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, „იუნაიტედს“ კი მხოლოდ 6 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.