ავტორიზაცია

VIDEO: ასენსიოს ჰეთ-ტრიკი, ბენზემას ორი გოლი და ორი ასისტი - რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე შოუ დადგა

თარიღი 23 სექ 2021, 01:53

ლა ლიგის მე-6 ტურში მადრიდის „რეალმა“ „მალიორკა“ გაანადგურა.

შეხვედრა სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 6:1 დასრულდა.

ამ მატჩში მარკო ასენსიომ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, კარიმ ბენზემამ დუბლი, ერთი გოლი კი აქტივში შეცვლაზე შემოსულმა ისკო ალარკონმა ჩაიწერა.

ხაზგასასმელია, რომ ორი გოლის გარდა, კარიმ ბენზემამ ამ შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

„რეალმა“ 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში უპირობო ლიდერობა დაიბრუნა, მისი უახლოესი მდევარი „ატლეტიკოა“, რომელსაც 2 ქულით ნაკლები აქვს.