VIDEO: ატლეტიკომ ვანდა მეტროპოლიტანოზე ელჩეს მინიმალური ანგარიშით სძლია

ესპანეთის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების მეორე ტურის ეგიდით, მადრიდის "ატლეტიკომ" "ელჩეს" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართა და "როხიბლანკოს" გამარჯვებით დასრულდა - 1:0.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს, 39-ე წუთზე, ანხელ კორეამ გაიტანა, საგოლე გადაცემა როდრიგო დე პაულმა ჩაიწერა აქტივში.
მომდევნო მატჩს "ატლეტიკო", რომელსაც 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, 29 აგვისტოს "ვილიარეალს" უმასპინძლებს.
ვიდეომიმოხილვა