ავტორიზაცია

VIDEO: ბაიერნი სტუმრად ლევერკუზენთან დამარცხდა და ცხრილში ლიდერობა დორტმუნდს გადაულოცა - შემდეგ ტურში დერ კლასიკერია

VIDEO: ბაიერნი სტუმრად ლევერკუზენთან დამარცხდა და ცხრილში ლიდერობა დორტმუნდს გადაულოცა - შემდეგ ტურში დერ კლასიკერია
თარიღი 19 მარ 2023, 23:26
ბუნდესლიგის 25-ე ტურში „ბაიერნი“ სტუმრად „ლევერკუზენთან“ დამარცხდა.

შეხვედრა „ბაი არენაზე’ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

22-ე წუთზე „ბაიერნი“ კიმიხის გოლით დაწინაურდა, თუმცა შესვენების შემდეგ 55-ზე და 73-ზე პალასიოსმა ორი პენალტი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

„ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში მე-3 მარცხი იწვნია და სატურნირო ცხრილში ლიდერობა „დორტმუნდს“ დაუთმო, რომელმაც გუშინ 18 მარტს „კიოლნი“ 6:1 გაანადგურა.

ბუნდესლიგის შემდეგ ტურში, 1 აპრილს, „ალიანც არენაზე“ სწორედ ბუნდესლიგის პირველ და მეორეადგილოსნები გაარკვევენ საქმეებს.