VIDEO: ბაიერნმა გერმანიის თასის 1/32 ფინალში მოწინააღმდეგე სტუმრად 12:0 გაანადგურა!

გერმანიის თასის 1/32 ფინალის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი დაბალი ლიგის წარმომადგენელ "ბრემერს" დაუპირისპირდა.
აღნიშნული დაპირისპირება "რეკორდმაისტერმა" სტუმრად გამართა და ანგარიშით 12:0 მოიგო.
პირველ ტაიმში იულიან ნაგელსმანის შეგირდებმა მეტოქეს ხუთი გოლი გაუტანეს, მეორეში კი - შვიდი.
ასე და ამგვარად, ერიკ ჩუპო-მოტინგმა პოკერი შეასრულა, დუბლი გაიფორმა ჯამალ მუსიალამ, თითოჯერ კი თავი მალიკ ტილმანმა, ლეროი სანემ, მიკაელ კუიზანსმა, ბუნა სარმა და კრისტიან ტოლისომ გამოიჩინეს. კიდევ ერთი ბურთი კი "ბრემერის" ფეხბურთელმა, ჟან-ლუკა ვარმმა საკუთარ კარში ჩაჭრა.
ვიდეომიმოხილვა