ავტორიზაცია

VIDEO: ბაიერნმა შინ ბუნდესლიგის ბოლო დაუმარცხებელ გუნდს მოუგო

თარიღი 06 Nov 2021, 20:32

ბუნდესლიგის მე-11 ტურში „ბაიერნმა“ საკუთარ კედლებში „ფრაიბურგი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ალიანც არენაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

„ბაიერნის“ რიგებში გოლები გორეცკამ (30’) და რაღა თქმა უნდა რობერტ ლევანდოვსკიმ (75’) გაიტანეს. საგოლე პასებით თავი კი თომას მიულერმა და ლეროი სანემ გამოიჩინეს.

ერთადერთი გოლი „ფრაიბურგმა“ 90+2 წუთზე გაიტანა, თუმცა სეზონში პირველ მარცხს ვერ გადაურჩა.

„ბაიერნმა“ 11 ტურში 28 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორე ადგილზე „დორტმუნდია“ 24 ქულით (ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), მესამეზე კი სწორედ „ფრაიბურგი“, 22 ქულით.