VIDEO: ბარსელონა 2-1 ბილბაო | კატალონიელთა მორიგი 3 ქულა ლა ლიგაში
ბარსელონამ ლა ლიგის მე-2 ტურში ბილბაო 2-1 დაამარცხა.
ბარსა შორეული დარტყმით ლამინ იამალმა დააწინაურა (24'), თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს, ოიან სანსეტმა (42') პენალტით ანგარიში გაათანაბრა.
ბარსა შორეული დარტყმით ლამინ იამალმა დააწინაურა (24'), თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს, ოიან სანსეტმა (42') პენალტით ანგარიში გაათანაბრა.
მიუხედავად ამისა, ბარსელონამ მაინც მოიგო - 75-ე წუთზე პედრის მიერ გაკეთებულ გამჭოლ პასს სტუმართა მეკარე ალექს პადილიამ ტრაექტორია შეუცვალა, ბურთი კი რობერტ ლევანდოვსკის მიუვიდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით თავის გუნდს მოაგებინა.
"ბლაუგრანას" 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს. მეორე გუნდი, რომელსაც ასევე 2 მატჩი მოიგო, სელტაა, რომელიც, ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, ამჟამად პირველ ადგილზე იმყოფება.
ბარსელონა მომდევნო ტურში რაიო ვალიეკანოს დაუპირისპირდება (27 აგვისტო, 23:30), ბილბაო კი - ვალენსიას (28 აგვისტო, 21:00).
ბარსელონა მომდევნო ტურში რაიო ვალიეკანოს დაუპირისპირდება (27 აგვისტო, 23:30), ბილბაო კი - ვალენსიას (28 აგვისტო, 21:00).