ავტორიზაცია

VIDEO: ბარსელონა დამარცხებულია! მანჩესტერმა ოლდ ტრაფორდზე იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა

თარიღი 24 თებ 2023, 02:04
ევროპა ლიგის საპასუხო 1/16-ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ „ბარსელონას“ მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში „წითელმა ეშმაკებმა“ 4:3 იმარჯვეს.

პირველი ტაიმი „ბარსელონამ“ 1:0 ლევანდოვსკის მიერ გატანილი პენალტით მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ „მანჩესტერმა“ მეტოქეს აშკარად აჯობა, 2 უპასუხო გოლი გაიტანა და შემდეგ ეტაპზე გასვლაც გაინაღდა.

გოლის ავტორებად „იუნაიტედის“ რიგებში ბრაზილიელები ფრედი და ანტონი მოგვევლინენ.