ავტორიზაცია

VIDEO: ბარსელონამ რეალი ბერნაბეუზე დაამარცხა!

თარიღი 03 მარ 2023, 01:55
ესპანეთის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. კესის შეტევაში აქტიურამ ედერ მილიტაოს ავტო-გოლი გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ "რეალს" ბურთი უფრო მეტად ეჭირა, რეალური მომენტი "ბარსელონას" უფრო ჰქონდა.

საბოლოოდ, კატალონიელებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს და 1:0 გაიმარჯვეს.

ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 6 აპრილს, კატალონიაში შედგება.