ავტორიზაცია

VIDEO: ბარსელონას დაცემა გრძელდება - რონალდ კუმანის გუნდი ატლეტიკოსთან უშანსოდ დამარცხდა

თარიღი 03 ოქტ 2021, 00:53

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-8 ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბარსელონა“ დაამარცხა.

შეხვედრა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ორივე გოლი მადრიდელებმა პირველ ტაიმში გაიტანეს - 23-ე წუთზე ლუის სუარესმა ტომა ლემარს გაატანინა, 44-ზე კი პირიქით, ლემარმა - სუარესს. 

მეორე ნახევარში „ატლეტიკოს“ უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებია და სიმეონეს გუნდმა ამ სეზონში პირველად, ლა ლიგის მატჩი 1-ბურთიანზე მეტი სხვაობით მოიგო.

„ბარსელონამ“ კი ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკასთან“ განადგურების შემდეგ ლა ლიგაშიც ვერ დატოვა სახარბიელო შთაბეჭდილება და სეზონში პირველი მარცხი იგემა - 7 ჩატარებული მატჩის შემდეგ კატალონიელთა ანგარიშზე 3 გამარჯვება, 3 ფრე და 1 მარცხია, შედეგად გუნდი 12 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

„ატლეტიკომ“ 17 ქულა დააგროვა და ცხრილში ლიდერ მადრიდის „რეალს“ გადაუსწრო, რომელიც თავის მატჩს ამ ტურში ხვალ გამართავს.