ავტორიზაცია

VIDEO: ბარსელონას მოუგეს და კარი მოიუჯახუნეს - ანტვერპენმა ისტორიაში პირველი მატჩი მოიგო

თარიღი 14 დეკ 2023, 05:23
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ანტვერპენი" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" დაუპირისპირდა და სენსაციურად, 3:2 გაიმარჯვა.

მასპინძლები წინ მთელ თამაშში ორჯერ გავიდნენ, თუმცა კლასისას და გამოცდილების ხარჯზე "ბარსელონამ" ორჯერვე გაათანაბრა.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე კი ილენიხენამ გამარჯვების გოლი გაიტანა, "ბარსელონამ" კი გათანაბრება ვეღარ მოასწრო.

აღსანიშნავია, რომ ბელგიურნმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მატჩი მოიგო. მათ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს, "ბარსელონა" კი პირველი ადგილით გავიდა.