ავტორიზაცია

VIDEO: ბრაზილიამ ურუგვაი არ დაინდო, არგენტინამაც იმარჯვა

VIDEO: ბრაზილიამ ურუგვაი არ დაინდო, არგენტინამაც იმარჯვა
თარიღი 15 ოქტ 2021, 10:38

ბრაზილია 4-1 ურუგვაი

სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპის მე-12 ტურში ბრაზილიამ ურუგვაი გაანადგურა.

შეხვედრა „არენა დე ამაზონიაზე“ გაიმართა და ბრაზილიელების გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

მე-10 წუთზე ნეიმარმა ანგარიში ფრედის პასით გახსნა, 18-ზე რაფინიამ ურუგვაის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

58-ზე რაფინიამ დუბლი მიითვალა, ლუის სუარესმა კი 77-ზე ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ბრაზილიელებმა 83-ზე კიდევ ერთი გოლი შეაგდეს (თავი გაბრიელ ბარბოსამ გამოიჩინა) და ურუგვაი განადგურებას მაინც ვერ გადაურჩა.

ბრაზილიამ 31 ქულა დააგროვა და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორე ადგილზე არგენტინაა 25 ქულით, ურუგვაი კი 16 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

არგენტინა 1-0 პერუ

სტადიონ „ანტონიო ვესპუჩიო ლიბერტიზე“, ბუენოს აირესში კი არგენტინამ პერუს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გაიტანა და არგენტინას ზედიზედ მეორე გამარჯვება მოუტანა.

65-ე წუთზე პერუელებს მატჩის გადარჩენა შეეძლოთ, თუმცა იოტუნმა თერთმეტმეტრიანი გააცუდა.