ავტორიზაცია

VIDEO: ჩემპიონი შესაფერისად იწყებს! საფრანგეთმა ავსტრალია გაანადგურა

თარიღი 23 ნოე 2022, 01:00
მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრალიის ეროვნული გუნდი არ დაინდო.

შეხვედრა დიდიე დეშამის გუნდის გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

ავსტრალიელებმა გოლის გატანა პირველებმა მოახერხეს, თუმცა ფრანგები წინ პირველივე ტაიმში გავიდნენ, მეორე ნახევარში კი საქმე განადგურებამდე მიიყვანეს.

„მამლების" რიგებში გოლები ოლივიე ჟირუმ (2), კილიან მბაპემ და ადრიენ რაბიომ გაიტანეს.