ავტორიზაცია

VIDEO: ჩემპიონობა უფრო და უფრო შორს არის - იუვენტუსმა სტუმრად ვენეციას ვერ მოუგო

თარიღი 11 დეკ 2021, 23:03

სერია ა-ს მე-17 ტურში „იუვენტუსმა“ სტუმრად „ვენეციას“ ვერ მოუგო.

შეხვედრა სტადიონ „პიერლუიჯი პენცოზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში 32-ე წუთზე ალვარო მორატამ გახსნა, 55-ზე კი არამუმ წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„იუვენტუსმა“ 28 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს, ლიდერი „მილანია“ 38 ქულით. 

„ვენეციასთვის“ კი ეს მე-16 ქულა იყო და გუნდი მე-16 პოზიციაზეა.