VIDEO: დაუჯერებელი შედეგი! იაპონიის ნაკრებმა მეტოქე 14:0 გაანადგურა
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის აზიის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მონღოლეთმა იაპონიას უმასპინძლა.
შეხვედრა ქალაქ ულან-ბატორში გაიმართა და სტუმართა გამანადგურებელი გამარჯვებით, 14:0 დასრულდა.
მატჩის მე-13 წუთზე ანგარიში „ლივერპულიდან“ „საუთჰემპტონში“ იჯარით გადასულმა ტაკუმი მინამინომ გაიტანა. ჯერ კიდევ შესვენებამდე იაპონელებმა ანგარიში 5:0 გახადეს, თუმცა მეტოქე არც მეორე ტაიმში დაინდეს და კიდევ 9 გოლი გაუტანეს.
ფორვარდმა იუია ოსაკომ ჰეთ-ტრიკი გაიფორმა, კიდევ სამმა ფეხბურთელმა დუბლი ჩაიწერა აქტივში.
იაპონია 15 ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს და შემდეგ მოდიან ტაჯიქეთი, ყირგიზეთი, მიანმა და მონღოლეთი.