ავტორიზაცია

VIDEO: დღის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია ბუნდესლიგაში! ბაიერნი სტუმრად 2:4 დამარცხდა

თარიღი 12 თებ 2022, 20:29

ბუნდესლიგის 22-ე ტურში მიმდინარე სათამაშო დღის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია ვიხილეთ.

„ვონოვია რურშტადიონზე“ „ბოხუმმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე ტრადიციულად რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, თუმცა მასპინძლებმა ჯერ კიდევ პირველი ტაიმის დასრულებამდე ჩემპიონს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს და პირველი ნახევარი სენსაციურად დასრულდა.

მეორე ნახევარში ლევანდოვსკიმ 75-ე წუთზე დუბლის გაფორმება მოახერხა, თუმცა ეს „ბაიერნს“ ქულების მოსაპოვებლად არ ეყო და გუნდი ჩემპიონატში მეოთხედ დამარცხდა.

მიუხედავად ამ მარცხისა „ბაიერნი“ ცხრილს 52 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს, მეორე „დორტმუნდია“ 43 ქულით, თუმცა „ფუტკრებს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.