ავტორიზაცია

VIDEO: დღის ცენტრალურმა მატჩმა იმედები არ გაგვიცრუა - შვიდგოლიანი თრილერი ალიანც არენაზე

თარიღი 21 Sep 2023, 00:59
ჩემპიონთა ლიგის დღის ცენტრალურ მატჩში „ბაიერნი" და „მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა „ალიანც არენაზე" გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:3 დასრულდა.

პირველი ტაიმი „ბაიერნმა" სანეს და გნაბრის გოლებით 2:0 მოიგო, მეორეში 49-ზე ჰოილუნდმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა 53-ზე ჰარი კეინმა პენალტი ზუსტად შეასრულა და სხვაობა ორამდე კვლავ გაზარდა.

88-ე წუთზე კაზემირომ ანგარიში 3:2 გახადა, 90+2-ზე ტელმა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა, 90+5-ზე კი კაზემირომ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში „კოპენჰაგენმა" და „გალათასარაიმ" ფრე 2:2 ითამაშეს.