VIDEO: დი მარიას შედევრი! - ბრწყინვალე კომბინაცია, რაბონა პასი და იკარდის გოლი

საფრანგეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპის ეგიდით, "პარი სენ ჟერმენი" "ანჟერს" დაუპირისპირდა.
შეხვედრის 68-ე წუთზე პარიზელთა შემტევმა, ანხელ დი მარიამ ნამდვილი შედევრი შემოგვთავაზა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელთან ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მაურო იკარდის რაბონა პასით გაატანინა.
საბოლოო ჯამში, აღნიშნული დაპირისპირება "პსჟ"-მ 5:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ლიონისა" და "მონაკოს" წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.