ავტორიზაცია

VIDEO: დიდი დრამა და ქამბექი სან სიროზე! მილანმა მატჩი 0:2-დან შემოატრიალა

თარიღი 17 Oct 2021, 00:46

იტალიის სერია ა-ს მე-8 ტურში „მილანმა“ საკუთარ კედლებში „ვერონა“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „სან სიროზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

მატჩში მოვლენები დრამატულად განვითარდა, რადგან სტეფანო პიოლის გუნდს 0:2-დან მოუწია დაბრუნება. 

ვერონელებმა პირველ ტაიმში „როსონერის“ 2 უპასუხო გოლი გაუტანეს და გუნდის მდგომარეობა უკდიურესად დაამძიმეს.

თუმცა, 59-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ ქამბექს სათავე დაუდო, 76-ზე ფრენკ კესიემ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

გამარჯვების გოლი კი „მილანმა“ ავტოგოლის დახმარებით გაიტანა, რომელიც გიუნტერმა კესიეს პენალტიდან 2 წუთშივე გაიტანა და „მილანს“ გამარჯვება მოუტანა.

„როსონერიმ“ 22 ქულა დააგროვა და მინიმუმ ტურის ბოლომდე ცხრილში გალიდერდა.