VIDEO: დიდი ვნებათაღელვა და 3 გაძევებული ფეხბურთელი - იუვემ და ინტერმა პირველ ნახევარფინალში ფრე ითამაშეს
იტალიის თასის პირველ ნახევარფინალში „იუვენტუსმა“ და „ინტერმა“ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
შეხვედრა „იუვენტუს სტედიუმზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
ანგარიში 83-ე წუთზე ხუან კუადრადომ გახსნა, 90+5 წუთზე კი რომელუ ლუკაკუმ ანგარიში პენალტით გაათანაბრა და გოლის აღნიშვნისას „იუვეს“ ფანებს გაჩუმებისკენ მოუწოდა, რამაც მოედანზე გაწევ-გამოწევა გამოიწვია.
საბოლოოდ, მსაჯმა მოედნიდან ჯერ ლუკაკუ გააძევა არასპორტული საქციელისთვის, უკვე საფინალო სასტვენის შემდეგ კი ხუან კუადრადოს და სამირ ჰანდანოვიჩსაც წითელი ბარათები უჩვენა.
საბოლოოდ, ყველაფერი „ჯუზეპე მეაცაზე“ გადაწყდება.