ავტორიზაცია

VIDEO: დინამო თბილისის პირველივე მატჩში ლორიამ ორი პენალტი მოიგერია

თარიღი 30 ივნ 2023, 23:25
საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში ერთმანეთს "დინამო თბილისი" და გორის "დილა" დაუპირისპირდნენ.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, ომარ იმრანმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ დინამოელებს მატჩი უნდა მოეგოთ, თუმცა ბოლო წამზე "დილამ" ანგარიში გაათანაბრა და პენალტების სერია დაინიშნა.

პენალტების სერიის გმირი გიორგი ლორია გახდა. დაბრუნების შემდეგ, მან "დინამოში" პირველი მატჩი ჩაატარა და ორი პენალტი მოიგერია.

საქართველოს თასის ფინალში "დინამო თბილისი" "დინამო ბათუმს" 4 ივლისს დაუპირისპირდება.