VIDEO: დორტმუნდი 89-ე წუთზე 2:0 იგებდა, მაგრამ წააგო - საოცარი მატჩი ბუნდესლიგაში
ბუნდესლიგის მე-3 ტურში „დორტმუნდი“ „ვერდერთან“ სენსაციურ სტილში დამარცხდა (2:3).
მატჩის 45-ე წუთზე ანგარიში იულიან ბრანდტმა გახსნა 45-ე წუთზე, 77-ზე რაფაელ გერეირომ მეორე გოლი გაიტანა.
თუმცა, „ვერდერმა“ სიტუაციის შემოტრიალება მატჩის 89-ე, 93-ე და 95-ე წუთებზე მოახერხა და ბუნდესლიგის ამ სეზონში „დორტმუნდს“ პირველი მარცხი აგემა.