ავტორიზაცია

VIDEO: დორტმუნდმა ბორუსიების დერბიში გლადბახი 6:0 გაანადგურა

თარიღი 20 თებ 2022, 22:37

ბუნდესლიგის 23-ე ტურში ბორუსიების დერბი შედგა.

„სიგნალ იდუნა პარკზე“ „დორტმუნდმა“ „გლადბახს“ უმასპინძლა და 6:0 გაანადგურა.

„ფუტკრების“ შემადგენლობაში გოლები როისმა (2), მალენმა, ვოლფმა, მუკოკომ და ემრე ჯანმა გაიტანეს და „გლადბახისგან“ ქვა-ქვაზე არ დატოვეს.

მარკო როზეს გუნდმა 49 ქულა დააგროვა და ლიდერ „ბაიერნთან“ სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა, „გლადბახი“ კი 26 ქულით მე-13 ადგილზეა.