VIDEO: დრამატული მატჩი და იუვენტუსის ქამბექი კომპენსირებულ დროში, რომელიც ვიდეორეფერიმ გააუქმა - ფრე ტურინში
სერია ა-ს მე-6 ტურში „იუვენტუსი“ და „სალერნიტანა“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
შეხვედრა „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.
პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები სენსაციურად 0:2-ს იგებდნენ ანტონიო კანდრევას და კშიშტოფ პიონტეკის გოლებით.
51-ე წუთზე ბრემერმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ყველაფერი საინტერესო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოხდა.
90+3 წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ პენალტი გააცუდა, თუმცა დამატებაზე ყველას დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.
90+5 წუთზე არკადიუშ მილიკმა გოლი გაიტანა, მაისური გაიძრო და მხურვალედ აღნიშნა, რის შედეგადაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ გოლი ვიდეორეფერიმ თამაშგარის გამო გააუქმა.
შესაბამისად, „იუვენტუსს“ დრამატული ქამბექის შემდეგ გამარჯვება ხელიდან გამოეცალა და გუნდი ფრეს დასჯერდა.
6 ტურის შემდეგ „იუვეს“ 2 გამარჯვება და 4 ფრე აქვს და გუნდი 10 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, „სალერნიტანა“ კი 7 ქულით მე-10 პოზიციაზეა.