VIDEO: ესეც პირველი! კაჭარავამ სამხრეთ კორეაში სადებიუტო გოლი გაიტანა
სამხრეთ კორეის მე-2 ლიგის მე-4 ტურში "გიონგამი" "ჯეონამთან" 1-2 დამარცხდა.
სტუმართა შემადგენლობაში 29-ე წუთზე სადებიუტო გოლი გაიტანა ქართველმა ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ, რომლითაც გუნდი დააწინაურა და ეს გამარჯვების გოლიც გამოდგა.
ნიკა კაჭარავა "ჯეონამს" თავისუფალი აგენტის სტატუსით 2022 წლის იანვარში შეუერთდა.