ავტორიზაცია

VIDEO: ესპანელებმა არც თემურ ქეცბაიას კვიპროსი დაინდეს - 6:0!

VIDEO: ესპანელებმა არც თემურ ქეცბაიას კვიპროსი დაინდეს - 6:0!
თარიღი 13 სექ 2023, 01:25
თბილისში 7:1 მოგების შემდეგ, ესპანეთის ნაკრებმა არც თემურ ქეცბაიას კვიპროსი დაინდო.

შეხვედრა გრანადაში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 6:0 დასრულდა.

ესპანეთის ნაკრების რიგებში გოლები გავიმ, მიკელ მერინომ, ხოსელუმ, ბაენამ და ფერან ტორესმა (2) გაიტანეს, თუმცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 2 ასისტით დანი კარვახალი დასახელდა.

ამ გამარჯვებით ესპანეთმა 9 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დამკვიდრდა, ლიდერი შოტლანდიაა 5 მატჩში 15 ქულით, თუმცა ესპანელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

საქართველოს ნაკრები 4 ქულით მე-4 პოზიციაზეა, კვიპროსს კი 5 მატჩში 5-ვე წაგება აქვს და 0 ქულით ხუთეულში ბოლო პოზიციას იკავებს.